საიტის მუშაობს სატესტო რეჟიმში

01 მარტიდან დღემდე, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 27 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 მარტიდან დღემდე, 10 უკანონო სახერხი საამქრო და სახერხების  ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 17 ფაქტი გამოავლინეს.სამართალდარღვევის ყველაზე მეტი - 7 ფაქტი გამოვლინდა შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ზემო სვანეთში 1 ფაქტი დაფიქსირდა, ასევე 1 ფაქტი - სამეგრელოში, იმერეთში - 5 ფაქტი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 1 ფაქტი, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 5 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 4 ფაქტი, კახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე - 2, ხოლო თბილისში - 1 ფაქტი.ჯამში, სამართალდარღვევის 27 ფაქტია გამოვლენილი.სახერხი საამქროები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.  

იხილეთ სრულად

ლევან დავითაშვილმა ბრაკონიერებისგან დაჭრილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ბესიკ შუბითიძე საავადმყოფოში მოინახულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ბესიკ შუბითიძე საავადმყოფოში მოინახულა, რომელიც 22 მარტს გურჯაანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ბრაკონიერებმა დაჭრეს.ბესიკ შუბითიძე სამოქმედო ტერიტორიის გეგმიური შემოვლის დროს, მდინარე ალაზანზე, ბრაკონიერებმა სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაჭრეს. პაციენტს სხეულის მრავლობითი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და აგრძელებს მკურნალობას. ბესიკ შუბითიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ლევან დავითაშვილთან ერთად, მისი მოადგილე - იური ნოზაძე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ."ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია. ის სამედიცინო დაკვირვების ქვეშ არის და დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე გამოკეთდება. უნდა აღვნიშნო, რომ ბრაკონიერებთან ბრძოლა ჩვენი სამსახურების მიერ იქნება პრინციპული, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე." - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ხელისუფლების წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

იხილეთ სრულად

დელფინის მოკვლისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა

 მიმდინარე წლის 10 მარტს, ბათუმის სანაპიროსთან ნაპოვნი იქნა მოკლული დელფინი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და შსს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა სამართალდამრღვევი - თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი. სამართალდამრღვევმა აღიარა ჩადენილი ქმედება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ დამნაშავის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა.ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. თანხის გადახდის შემდეგ, გემი საქართველოს საზღვაო წყლებს დატოვებს.

იხილეთ სრულად

1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 532 ფაქტი გამოვლინდა

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 19 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 193 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 30 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 67 ფაქტი, გურიაში - 7, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 15, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 16 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 8 ფაქტი, შიდა ქართლში - 87, ქვემო ქართლის მასშტაბით - 43 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 61 ფაქტი დაფიქსირდა.ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1170 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 34 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

იხილეთ სრულად

ფიცრის უკანონოდ და ფარულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, ვიზუალური დათვალიერებით, ე.წ. თივის პრესები იყო განთავსებული. საფუძვლიანი შემოწმების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 5 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი აღმოაჩინეს. მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. ავტომანქანა დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებას გადაეგზავნება. 

იხილეთ სრულად