საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

01 მარტიდან დღემდე, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 27 ფაქტი გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 მარტიდან დღემდე10 უკანონო სახერხი საამქრო და სახერხების  ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 17 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევის ყველაზე მეტი - 7 ფაქტი გამოვლინდა შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ზემო სვანეთში 1 ფაქტი დაფიქსირდა, ასევე 1 ფაქტი - სამეგრელოში, იმერეთში - 5 ფაქტი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 1 ფაქტი, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 5 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 4 ფაქტი, კახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე - 2, ხოლო თბილისში - 1 ფაქტი.

ჯამშისამართალდარღვევის 27 ფაქტია გამოვლენილი.

სახერხი საამქროები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

 

 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: