საიტის მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ბეჭდვა

მტკვრის დაბინძურების ფაქტზე ოქმი შედგა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ბორჯომში, მდინარე მტკვარში სამშენებლო ნარჩენის ჩაყრის ფაქტის შესასწავლად შემთხვევის ადგილზე გავიდნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოზე ნათლად ჩანს, რომ მოქალაქე აღნიშნულ ტერიტორიაზე მდინარე მტკვარში სამშენებლო ნარჩენებს ყრის. დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის ნაწილი პირველით შეადგინეს ოქმი, რაც წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრას გულისხმობს.

საქმის მასალები განსახილველად, ახალციხის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება. აღნიშნული სამართალდარღვევა 200-დან 300 ლარამდე საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.
ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: