სიახლეები

ბეჭდვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სოფელ ჭალეში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 7 ერთეული ცაცხვისა და  15 ერთეული წაბლის სახეობის მრგვალი მორი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წამოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ავტომანქანა დაილუქა, მიმდინარეობს საქმისწარმოება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: