საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ბზის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბზის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქე, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა ოთხი ტომარა ბზის ტოტის ტრანსპორტირებას, რომელიც მან ყვარლის სატყეო უბანში უკანონოდ მოიპოვა.

მოქალაქის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება. #გარემოსდაცვა2021 #გზდ2021

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: