16.01.2018 - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ირაკლი მუკნიაშვილი უხელმძღვანელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თანამშრომლებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი მუკნიაშვილი წარუდგინა.

ირაკლი მუკნიაშვილი 2012-2013 წლებში შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2013-2014 წლებში, იგი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2014-2017 წლებში ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მუკნიაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე პაატა ბატიაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც დეპარტამენტს 2016 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა.