14.01.2018 - 2017 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოვლინდა

2017 წლის განმავლობაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმაგარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის სამართალდარღვევის 11 625 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 11 110ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის 515 ფაქტი, რომელთა მასალებიც სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა.

2017 წელს, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 8 651 243,56 ლარი შეადგინა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსჯარიმის სახით, ჯამში 4 658 500 ლარი დაეკისრათ.

2017 წელს გამოვლენილი გარემოსდაცვითი დანაშაულებიდანდაფიქსირდა ტყის კანონმდებლობის დარღვევის - 1737ფაქტი, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის - 1397და სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის - 832ფაქტი, რაც ჯამურად, საერთო გამოვლინებების 34%- შეადგენს

საერთო სტატისტიკის 22%- შეადგენს წიაღის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები - 2521ფაქტი და 16%- ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები - 1817ფაქტი

ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 1407ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო თევზჭერის/ნადირობის წესების დარღვევის - 1078ფაქტი. სხვა დარღვევებმა საერთო სტატისტიკის 7% (836ფაქტი) შეადგინა.