06.02.2018 - შუახევის მუნიციპალიტეტში ხე-ტყით უკანონო სარგებლობისა და გადამუშავების ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შუახევის მუნიციპალიტეტში უკანონო ხე-ტყით სარგებლობისა და გადამუშავების გამოვლენის მიზნით, გეგმიური ღონისძიება გაატარეს.

გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა - 4 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო, 3 ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევის ფაქტი, 2 სახერხი საამქროს რეგლამენტის წესების დარღვევა, 1 ლუქის დაზიანების ფაქტი და 3 უკანონოდ ტყით სარგებლობის ფაქტი, რომელთაგან 2 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

მასალები შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოებში გადაიგზავნება.