საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

04 სექტემბრიდან გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლი განხორციელდება



პარლამენტმა, მესამე მოსმენით, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ  ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რომლის საფუძველზეც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს განახორციელებენ.

მიმდინარე წლის 04 სექტემბრიდან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უფლებამოსილი იქნებიან გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი განახორციელონ. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის კი მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება.

კონტროლი განხორციელდება ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.

სანქციები შემდეგნაირად განისაზღვრება: დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით, კვლავ განმეორების შემთხვევაში - 600 ლარით; იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება,  განმეორებით შემთხვევაში - 1500 ლარით, ხოლო დამატებითი განმეორების შემთხვევაში - 3000 ლარით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილება სამოქალაქო საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მომზადდა. ცვლილება სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურებას მკვეთრად შეამცირებს. 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: