საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ წალმიანში, გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 13 ერთეული კაკლის სახეობის მორი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 

 

 

 

 

 

 

 


გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხამ 3693 ლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიას განეკუთვნება და, შესაბამისად, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: