საიტის მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ბეჭდვა

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების იანვრის სტატისტიკა



 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 იავრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

 

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 152 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 25 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 31 ფაქტი, გურიაში - 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 11, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 24 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 3 ფაქტი, შიდა ქართლში - 27, ქვემო ქართლის მასშტაბით - 32 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 88 ფაქტი დაფიქსირდა.

 

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 427 მ3-მდე ხე-ტყე.

 

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 53 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: