საიტის მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ბეჭდვა

ხაშურში უკანონო სახერხი გამოვლინდა



 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ხაშურში, უკანონო სახერხი გამოავლინეს. ერთი ერთეული ე.წ. ლენტური ტიპის ხერხი სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე იყო დამონტაჟებული.

 

სახერხის ტერიტორიაზე, 33 ცალი წაბლის სახეობის მორი, 13.8 მ3 წიფლის, 9.2 მ3 მურყანისა და 6.7 მ3 წაბლის სახეობის ფიცარი იყო განთავსებული.

 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის პოლიციის სამმართველოში გადაიგზავნა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახერხი საამქროს რეგისტრაციის გარეშე მონტაჟს გულისხმობს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: