საიტის მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ბეჭდვა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოვლინდა



 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოვლინდა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე მოქალაქეებს ჯამში 24 მ3 სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი ჰქონდათ განთავსებული.

მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

ავტომანქანები დაილუქა, საქმის მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: