საიტის მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ბეჭდვა

ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 378 ფაქტი გამოვლინდა



 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 378 ფაქტი გამოავლინეს.

 

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 30 დეკემბრის ჩათვლით ამოღებულია 303 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალაქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე ნადირობა.

 

ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით, გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან "მანოკი" არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: