საიტის მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ბეჭდვა

2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4630 ფაქტი გამოვლინდა



 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4630 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 214 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

 

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 1104 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 427 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 511 ფაქტი, აჭარაში - 329 ფაქტი, გურიაში - 91, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 210, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 440 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 155 ფაქტი, შიდა ქართლში - 476, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 875, ხოლო თბილისში - 12 ფაქტი.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 52266 მ3-მდე ხე-ტყე.

 

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 755 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 165 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: