საიტის მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ბეჭდვა

2018 წლის განმავლობაში, უკანონო თევზჭერის 336 ფაქტი გამოვლინდა



 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წლის განმავლობაში, უკანონო თევზჭერის 336 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 145 ფაქტი შეიცავდა.

 

უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 66 ფაქტი, გამოვლინდა აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 57 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 50 ფაქტი გამოავლინეს. კახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით გამოვლინდა 42 ფაქტი, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 39 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 22 ფაქტი; აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს 29 ფაქტი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა - 12 ფაქტი, ხოლო თბილისში 19 ფაქტი დაფიქსირდა.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აგრძელებენ პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: