საიტის მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ბეჭდვა

ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლისა და აღმოსავლეთის  რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს

მცხეთის მუნიციპიალიტეტის სოფელ ძეგვში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის მიმდებარედ და  ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე,  მოქალაქეები გასაბერი ნავიდან ელექტორშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას.

 თევზჭერის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული 20კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 6 ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში. 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: