საიტის მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ბეჭდვა

24 აგვისტოდან უკანონო ნადირობის 386 ფაქტი გამოვლინდა



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებ,   ნადირობის სეზონის ფარგლებში, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლსხორციელებენ

24 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 247 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო ნადირობის - 12, ქვემო ქართლში - 4, სამცხე-ჯავახეთში - 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 49, აჭარასა და გურიაში - 27, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი 15 ფაქტი გამოავლინეს.

ხშირი იყო, აკრძალული საშუალებით, ე.წ. მანოკით ნადირობის ფაქტები. ყველაზე მეტი - 215 „მანოკი“ დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ამოიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთში - 39, აჭარასა და გურიაში - 25, სამცხე-ჯავახეთში - 23, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 7. ჯამში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 309 ხელნაკეთი მოწყობილობა „მანოკი“ ამოიღეს.   

სულ, საქართველოს მასშტაბით, უკანონო ნადირობის 386 ფაქტი გამოვლინდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: