საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ხარაგაულში ტრაქტორზე დამონტაჟებული უკანონო სახერხი დანადგარი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი გამოავლინეს.

სოფელ წაქვას მკვიდრს ტყის ფონდში,  უკანონო სახერხი დანადგარი ტრაქტორზე ჰქონდა დამონტაჟებული,  ტერიტორიაზე  ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული წაბლის სახეობის 5 ერთეული მორი.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი დანადგარი და ტრაქტორი დალუქეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, დასავლეთის საოლქო პროკურატურაში გადაიგზავნა.

დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2019 წლის იანვრიდან დღემდე, 76 უკანონო სახერხი გამოავლინეს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: