საიტის მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ბეჭდვა

ოქტომბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 594 ფაქტი გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 594  ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 16 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 237 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 100 ფაქტი, აჭარაში - 62, იმერეთში - 56, ქვემო ქართლში - 54, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 30, შიდა ქართლში - 24, მცხეთა-მთიანეთში - 16, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 9, გურიაში კი - 5 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ხოლო დედაქალაქში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოავლინეს.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3,000 3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 67 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: