საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ლევან დავითაშვილი: 2019 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, 2019 წლის შედეგებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გარემოსდაცვითი კონტროლის გაძლიერებაზე გაამახვილა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით, უმნიშვნელოვანესია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მაკონტროლებელი ორგანოსგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილებათა მანდატისა და შესაძლებლობების გაძლიერება.

“2019 წელს, საქმიანობის ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, მოხდა დეპარტამენტის სრული რებრენდინგი. დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობა 411-დან 870 ერთეულამდე გაიზარდა. ტექნიკურ შემადგენლობას კი, მაღალი გამავლობის 65 ავტომანქანა და 2 „ბაგიდაემატა, ეკიპაჟები აღიჭურვა თანამედროვე მოწყობილობებით, კეთილმოეწყო რეგიონული სამმართველოების ოფისები. 2019 წელს განხორციელდა ღონისძიებები თანამშრომელთა სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფადთანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა-აღკვეთას, უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური დაცვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის გარანტიებით.

დღეს, დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ, მათ შორის, პრაქტიკულად, მიუვალ ადგილებში და ტყეებში,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: