საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

მაისში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 503 სამართალდარღვევა გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 503 ფაქტი გამოავლინეს.

ყველაზე მეტი, 226 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 110 - ბათუმში, 88 - რუსთავში, 79 კი - ქუთაისში. 

503 სამართალდარღვევიდან 441 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 62 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

292 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 193 - მიკროავტობუსის, 18 კი, სატვირთო ავტომობილისმძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი. 

აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის ხუთ თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 1940 სამართალდარღვევა  გამოავლინეს.

 

ატმოსფერულიჰაერისხარისხისგაუმჯობესებისმიმართულებადეპარტამენტისთვისპრიორიტეტია. შესაბამისად, არაერთი მიზნობრივი ღონისძიება ხორციელდება. ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს. პარალელურად, დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხსაც რეგულარულად აკონტროლებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. გარდა ამისა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 36 უმსხვილეს საწარმოს სისტემა უკვე დანერგილი აქვს. კომპლექსური ღონისძიებები ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: