საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.

ხობის მუნიციპალიტეტში, 6 ერთეული აკაციის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი მორი იყო განთავსებული რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე.

სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახერხი საამქროს გადამოწმების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსებული 13 ერთეული ალვის სახეობის მორი გამოვლინდა, რომელიც არ იყო ელექტრონულ ბაზაში ასახული.

ქალაქ აბაშაში, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, 4 ერთეული ალბის სახეობის მრგვალი ხე-ტყე იყო განთავსებული, რომელიც არ იყო ასახული ელექტრონულ ბაზაში.

შედგა შესაბამისი აქტები.  უკანონო ხე-ტყე დალუქა. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: