საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 30 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 30 ფაქტი გამოავლინეს.

ბოლნისის, მარნეულის, წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა 70 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი ყოველგვარი ნებართვის გარეშე მოიპოვეს და მათი ტრანსპორტირება შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე განახორციელეს.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. ავტომანქანები დაილუქა. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოებში.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: