საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.

ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სტეფანწმინდაში, მოქალაქის მიერ მდინარე თერგის მარჯვენა სანაპიროზე, ექსკავატორის გამოყენებით 100მ3 ქვიშა-ხრეშის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ   წიწამურში, მდინარე არაგვის მარცხენა ჭალის მიმდებარედ,  სასარგებლო წიაღისეულის  უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა.

კომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდაღღვევის შესახებ ოქმი.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: