საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

8 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1094 ფაქტი გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 01 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1094 ფაქტი გამოავლინეს. მათგან, 94 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

რაც შეეხება აგვისტოს თვეს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2025 წლის 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 90 ფაქტი. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 7 ფაქტი და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის  დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა  გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. სამართალდარღვევათა ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. პარალელურად, მკაცრდება სანქციები უკანონო ტყითსარგებლობაზე. კომპლექსურად, ყველა ამ ქმედების შედეგი ისაა, რომ ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება შეინიშნება.

 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: