სიახლეები
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ორივე სამართალდარღვევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. სამართალდარღვევებიდან 1 ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტია, 1 კი - მოპოვება-ტრანსპორტირების.
სოფელ აბელიანის მიმდებარე ტყის ფონდში, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 1 ძირი წიფლის სახეობის ხე-მცენარე.
სოფელ ორბეთის მიმდებარედ კი, მოქალაქემ 2 ძირი ფიჭვის სახეობის ხე-მცენარე უკანონოდ მოიპოვა და მისგან მიღებული საშეშე მასალის უკანონო ტრანსპორტირებაც მოახდინა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.