სიახლეები
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია წალკის, თეთრიწყაროს, ბოლნისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.
მოქალაქეები, ავტომანქანებით, ჯამში დაახლოებით 22 კუბური მეტრი სხვადასხვა სახეობის ხე-ტყის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ.
ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.