საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 3 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტია, 1 კი - უკანონო ტრანსპორტირების.

სოფელ ტაძრისის სატყეო უბანში, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 2 ერთეული არყის სახეობის ხე-მცენარე და მათგან დამზადებული საშეშე-მერქნის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.

სოფელ ტბის მიმდებარედ, მოქალაქე, უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული 2 კუბური მეტრი წიფლის, 1,5 კუბური მეტრი ნეკერჩხილსა და 1,5 კუბური მეტრი მურყნის (თხმელა) სახეობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.

დაბა ბაკურიანში, მოქალაქემ უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული 5,92 კუბური მეტრი საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლენილია სოფელ საკირეს მიმდებარედ, სადაც მოქალაქე 4 კუბური მეტრი ფიჭვის სახეობისა და 3 კუბური მეტრი ვერხვის სახეობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.

ავტომანქანები დაილუქა. სამართალდმრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: