სიახლეები
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.
ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე სხვადასხვა სახეობის ჯამში 4 მ3-მდე საშეშე მერქანი იყო განთავსებული.
მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.