სიახლეები
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 5 ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტია, 1 კი - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების.
თეთრიწყაროს, ბოლნისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა, უკანონოდ მოჭრეს, 6 ერთეული რცხილის, 1 ერთეული წიფლისა და 1 ერთეული ფიჭვის ხე-მცენარე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის მიმდებარედ კი, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტია გამოვლენილი. მოქალაქე, უკანონოდ დამზადებული ფიჭვის სახეობის 16 ერთეული მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაიწყო სამართალწარმოება.