საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.

ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე,  მოქალაქე გასაბერი ნავიდან,  სახლართი ტიპის ბადით ახორციელებდა უკანონო თევზჭერას. შედგა შესაბამისი ოქმი. თევზჭერის უკანონო იარაღი,  გასაბერი ნავი და 1კგ-მდე უკანონოდ მოპოვებული თევზი დაილუქა.

ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე,  მოქალაქე ანკესზე გამობმული სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას. თევზი მოპოვებული არ ჰქონდა, შედგა შესაბამისი ოქმი.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: