სიახლეები
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის მიმდებარედ, მოქალაქეები ექსკავატორის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდნენ ქვიშა-ხრეშის მოპოვებასა და სატვირთო ავტომანქანების დატვირთვას.
ექსკავატორები და სატვირთო ავტომანქანები დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტები.