სიახლეები
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 22 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 22 ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქეები ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოს, ქედის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, ჯამში სხვადასხვა სახეობის 86 მორის, 16,2 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქნისა და პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
სატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ შესაბამისი ოქმები.