სიახლეები
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთს რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის დაბა ლენტეხში, რეგისტრირებულ სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, სამართალდამრღვევს, 12 ერთეული მრგვალი ხე-ტყის (მორი) ნაცვლად, 12 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.
ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩეში, სამართალდამრღვევს, ელექტრონულ ჟურნალში მითითებული 38,62 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ნაცვლად, მხოლოდ 23 კუბური მეტრი ფიცარი ჰქონდა განთავსებული. 15 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი კი, ისე ჰქონდა სახერხი საამქროს ტერიტორიიდან გატანილი, არ ჰქონდა გაწერილი ელექტრონულ ჟურნალში.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთში, მოქალაქეს, კუთვნილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის, 1 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში კი, მოქალაქეს, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახეობის 119 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული. ტერიტორიაზე ასევე გამოვლენილია მურყნის (თხმელა) სახეობის 2,5 კუბური მეტრი მოცულობის დახერხილი ხე-მასალა, რომელიც დოკუმენტურად არსად არ არის დაფიქსირებული.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.