საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღართაში, მოქალაქეები ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ ჯამში 27 ერთეული სოჭის სახეობის მორის ტრანსპორტირებას.

შედგა შესაბამისი ოქმები, ავტომანქანები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: