საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამცხე-ჯავახეთში სასარგებლო წიაღისეულით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს.

ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მოქალაქის მიერ 160 მ3 ბაზალტის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 760 ლარი შეადგინა. შედგა შესაბამისი ოქმი. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: