სიახლეები
იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 16 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 16 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია ხონის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებში.
ჯამში ამოღებულია დაახლოებით 56 კუბურ მეტრამდე სხვადასხვა სახეობის საშეშე მასალა და 9 ერთეული რცხილის, წაბლისა და წიფელის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.