საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ქობულეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ქალაქ ქობულეთში, მოქალაქეს, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, სპეციალურად მოწყობილ, დახურული ტიპის შენობა-ნაგებობაში ჰქონდა განთავსებული.

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქრო დალუქეს.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

2021 წლის ნოემბრის თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით,  6 ერთეული არარეგისტრირებლი სახერხი საამქროს დემონტაჟი განხორციელდა. ამავე პერიოდში, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 6 ფაქტი და 1 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: