სიახლეები
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია იმერეთში - ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხონის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.
მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული, ჯამში 30 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარისა და დაახლოებით 14 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირება განახორციელეს.
სატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.