სიახლეები
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 32 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 32 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცხამის, კორბოულის, ლიჩის, ჭურნალის, ნიგვზარასა და ჯრიას მიმდებარე ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 18 ერთეული რცხილის, 15 ერთეული წიფლისა და 2 ერთეული მურყანის (თხმელა) სახეობის ხე-მცენარე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების - მეჩხერისა და ქვილიშორის მიმდებარე ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს 5 ერთეული რცხილისა და 2 ერთეული უხრავის სახეობის ხე-მცენარე.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის მიმდებარე ტყეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 11 ერთეული მურყანის (თხმელა) სახეობის ხე-მცენარე.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების მიმდებარედ, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს 2 ერთეული რცხილისა და 1 ერთეული მურყანის (თხმელა) სახეობის ხე-მცენარე.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების - გვაზაურისა და ქუტირის მიმდებარე ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს 17 ერთეული მურყანის (თხმელა) სახეობის ხე-მცენარე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქარის ქედის მიმდებარედ მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 3 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის მიმდებარედ, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 4 ერთეული მურყანისა (თხმელა) და 1 ერთეული ტირიფის სახეობის ხე-მცენარე.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 3 ერთეული აკაციისა და 1 ერთეული ძელქვის სახეობის ხე-მცენარე.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 7 ერთეული მურყანის (თხმელა) სახეობის ხე-მცენარე.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყემლოვანას ტყეში, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 1 ერთეული წიფლის სახეობის ხე-მცენარე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების - ოყურეშის, ცაგერას, ზოგიშისა და ცხუკუშერის მიმდებარე ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 2 ერთეული აკაციისა და 7 ერთეული წიფლის სახეობის ხე-მცენარე.
ონის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბაჯისხევისა და ჭიორას მიმდებარე ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს 3 ერთეული რცხილისა და 3 ერთეული მურყანის (თხმელა) სახეობის ხე-მცენარეები.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის მიმდებარე ტყეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 1 ერთეული რცხილისა და 2 ერთეული მურყანის (თხმელა) სახეობის ხე-მცენარე. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 110 ერთეული, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
სამართალდამრღვევების მიმართ, შედგა ოქმები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.