სიახლეები
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 15 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 15 ფაქტი გამოავლინეს.
შუახევის, ხულოსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, უკანონოდ მოჭრეს თხმელის, სოჭისა და ნაძვის სახეობის ხე-მცენარეები და მათგან ჯამში დაახლოებით 50 კუბური მეტრი ხე-ტყე დაამზადეს.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.