სიახლეები
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 7 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 7 ფაქტი გამოავლინეს.
მცხეთის, დუშეთის, ხაშურისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა ჯამში 18 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე მოჭრეს.
უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.