საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 31 ერთეული სხვადასხვა სიგრძის წიწვოვანი სახეობის მრგვალი მორი იყო განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: