სიახლეები
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 8 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 8 ფაქტი გამოავლინეს.
წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა ჯამში 17 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე მოჭრეს.
უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.