სიახლეები
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ აბაშაში, 6 ერთეული თხმელას (მურყანი) სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი მორი იყო განთავსებული რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, რომელიც არ იყო ელექტრონულ ბაზაში ასახული.
შედგა შესაბამისი აქტები. უკანონო ხე-ტყე დალუქა. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.