საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 30 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 30 ფაქტი გამოავლინეს.

 სამართალდარღვევებიდან 10 ფაქტი გამოვლენილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სოფლების - აფენის, ჭიაურის, გიორგეთის, ასევე, შპს „ფაუნის“ ტერიტორიაზე, მოქალაქეებმა უკანონოდ დაამზადეს რცხილის, თუთიის, მუხისა და ჭადრის სახეობის, ჯამში დაახლოებით 4,5 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი. ასევე, უკანონოდ მოჭრეს აკაციის სახეობის 4 ერთეული, ჭადრის სახეობის 1 ერთეული და რცხილის სახეობის 3 ერთეული ხე-მცენარე.

6 სამართალდარღვევაა გამოვლენილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მოქალაქეებმა, სოფლების - პატარძეულის, თოხლიაურის ტყეებში, ასევე საგარეჯოს სატყეო უბანში, უკანონოდ მოიპოვეს 3 ერთეული მუხისა და 1 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე. ასევე, სამართალდამრღვევებმა, უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან, დაამზადეს  ჯამში 1,2 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალა.

6 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ყვარლის მუნიციპალიტეტშიც. სოფლების - თხილისწყაროსა და ახალსოფლის ტყეებში, ასევე შილდის მიმდებარედ და საბუეს სატყეო უბანში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 1 ერთეული რცხილის, 2 ერთეული წიფლის სახეობის ხე-მცენარე. ასევე, მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან დაამზადეს ჯამში 2,1 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალა.

4 სამართალდარღვევაა გამოვლენილი თელავის მუნიციპალიტეტში. მოქალაქეებმა, სოფელ იყალთოს, სოფელ ჩალაურისა და ნაფარეულის სატყეო უბნებში, უკანონოდ მოიპოვეს  სხვადასხვა სახეობის ჯამში 5 ერთეული ხე-მცენარე.

სამართალდარღვევებიდან 2 ფაქტი გურჯაანში დაფიქსირდა. სოფელ ზემო კაჭრეთის მიმდებარე ტყეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს, ჯამში 3 ერთეული მუხის სახეობის ხე-მცენარე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძების სატყეო უბანში, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 1 ერთეული წიფლის სახეობის ხე-მცენარე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის მიმდებარე ტყეში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა რცხილის სახეობის 2 ერთეული ხე-მცენარე.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: