სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 16 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 16 ფაქტი გამოავლინეს.
ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა სხვადასხვა სახეობის 76 ერთეული და 30მ3-მდე ხე-ტყის ჭრა-ტრანსპორტირება შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოახდინეს.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაილუქა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და შედგა შესაბამისი ოქმები. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნება.