სიახლეები
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 6 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 6 ფაქტი გამოავლინეს.
ექვსივე სამართალდარღვევა გამოვლენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მოქალაქეები ნახშირის გამოწვას, დაურეგისტრირებელ სანახშირე ოქმოებში ახდენდნენ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები.