სიახლეები
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.
წყალტუბოს, ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს, ჯამში, დაახლოებით 21 ერთეული თელის, წაბლის, მურყანისა (თხმელა) და წიფლის სახეობის ხე-მცენარეები და მათგან მიღებული საშეშე მერქნისა და მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირება განახორციელეს.
სატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.